ფეხბურთი

10:27 | 25.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი: "ნაპოლის" კვარაცხელიასნაირი საოცარი მოთამაშე ჰყავს, მაგრამ სკუდეტო ჯერ არ მოუგია"

კანადური „ტორონტოს“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიურ მედიასთან სკუდეტოსთვის ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ კარგი უპირატესობა აქვს, მაგრამ „იუვენტუსი“ მის რეალურ კონკურენტად მიაჩნია.

„ნაპოლის“ გიჟური სეზონი აქვს და ისეთი საოცარი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ სკუდეტოსთვის ბრძოლა ღიაა, რადგან იანვარში ახალი სეზონი დაიწყება. ორ გუნდს შეუძლია ტიტულისთვის ბრძოლა „ნაპოლისთან“ ერთად - „იუვენტუსს“ და „ინტერს“.

10-ქულიანი უპირატესობა ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ბიანკონერის“ აქვს რაღაც, რაც სხვებს აკლიათ. პოტენციურად მასიმილიანო ალეგრის გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე „ნაპოლი“ და ალეგრისაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე ბოლო მატჩებში ნამდვილი „იუვე“ დავინახე, დაცვაში კარგად თამაშობენ და შეტევაში დიდი ხარისხი აქვთ. სრული ძალით მათი შეჩერება რთული იქნება“, - თქვა ბერნარდესკიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0616