ფეხბურთი

21:50 | 20.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

აგუერომ მუნდიალზე მესის საუკეთესო ფეხბურთელობით 8 000 დოლარი მოიგო

ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო მთელი მსოფლიოს ჩემპიონატის განმავლობაში არგენტინის ნაკრებს გვერდიდან არ მოსცილებია და ტურნირის ბოლოს თასი მანაც აღმართა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა.

აგუერომ ფულიც მოიგო. საქმე ისაა, რომ მან მუნდიალის დაწყების წინ 1000 დოლარის ფსონი განათავსა, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდებოდა. მესი მართლაც გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და კუნმა 8264 დოლარი მოიგო.

მას ფსონი მართლაც რომ ჰქონდა გაკეთებული, ინსტაგრამში პოსტი ჯერ კიდევ მუნდიალის დაწყებამდე აქვს განთავსებული.

შეგახსენებთ, სერხიო აგუერომ საფეხბურთო კარიერა 2021 წელს გულზე შექმნილი პრობლემების გამო დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065816