ჩოგბურთი

0:29 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ახალ სეზონს ადელაიდაში დაიწყებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადებას ადელაიდას საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობით დაიწყებს. ეს ტურნირი იანვარში, დიდი სლემის ტურნირის დაწყებამდე გაიმართება.

მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა ავსტრალიის ღიაზე შარშან იმის გამო ვერ ითამაშა, რომ კოვიდ-19-ზე აცრა არ ჩაიტარა. ამის გარეშე კი ქვეყანაში არ შეუშვეს. მას შემდეგ მას ვიზაზე აკრძალვაც ჰქონდა, რომელიც ახლახანს მოუხსნეს. უფრო მეტიც, სერბი ჩოგბურთელი უკვე შეყვანილია ადელაიდას ტურნირის მონაწილეთა სიაში.

ჯოკოვიჩის გარდა, ადელაიდაში რეიტინგის ტოპ ათეულის კიდევ სამი ჩოგბურთელი იასპარეზებს. მათ შორის არიან კანადელი ფელიქს აუგერ-ალიასიმე, ასევე რუსები, დანიილ მედვედევი და ანდრეი რუბლევი.

35 წლის სერბმა გასული სეზონის ბოლო ტურნირი, ATP-ს ფინალი მოიგო და მელბურნშიც ფავორიტი იქნება. მას ავსტრალიის ღია პირველობა ცხრაჯერ აქვს მოგებული, სულ კი მის ანგარიშზე, დიდი სლემის 21 ტიტულია.

შეგახსენებთ, რომ წელს ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი რაფაელ ნადალი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061337