ფეხბურთი

19:30 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია: "ბრაზილიელი გულშემატკივრები ნეიმარს არ იმსახურებენ"

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა რაფინიამ თანამემამულე გულშემატკივრები გააკრიტიკა და ამის მიზეზი ნეიმარის ტრავმა გახდა. როგორც მან თქვა, ბრაზილიელები ნეიმარს არ იმსახურებენ.

"არგენტინის გულშემატკივრები მესის ისე ექცევიან, თითქოს ის ღმერთი იყოს. პორტუგალიის გულშემატკივრები კრიშტიანუ რონალდუს მეფესავით ეპყრობიან. ბრაზილიელი გულშემატკივრები კი იმედოვნებენ, რომ ნეიმარმა ფეხი მოიტეხა. სამწუხაროა, ნეიმარის ყველაზე დიდი შეცდომა ბრაზილიაში დაბადება იყო, ეს ქვეყანა არ იმსახურებს მის ნიჭს და მის ფეხბურთს“, - დაწერა რაფინიამ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს, მაგრამ ზუსტად როდის დაბრუნდება მოედანზე, ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.072756