ფეხბურთი

11:45 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვოიცეხ შჩესნი: ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება

პოლონეთის ნაკრებისა და ,,იუვენტუსის" მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ბოლო იქნება.



TVP სპორტთან ინტერვიუში შჩესნიმ განაცხადა, რომ მას არ წარმოუდგენია 4 წლის შემდეგ იმავე დონეზე თამაში, თუმცა სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს:

,,მე ვერ წარმომიდგენია 4 წლის შემდეგ იგივე შემართებით შევძლო თამაში, როგორც ახლა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთის თამაშს შევწყვეტ. 4 წელი საკმაოდ დიდი დროა, თუმცა უკვე ვგრძნობ, რომ ეს ჩემი ბოლო მუნდიალი იქნება."

32 წლის მეკარეს პოლონეთის ნაკრებში დებიუტი 2009 წელს, კანადის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა. მას შემდეგ შჩესნიმ ეროვნულ გუნდში კიდევ 65 მატჩი ჩაატარა.

პოლონეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში არგენტინის, მექსიკის და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ითამაშებს. პირველი მატჩი ,,არწივებს" 22 ნოემბერს, მექსიკის წინააღმდეგ ექნებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114386