ფეხბურთი

12:41 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი ლიგა 1-ში თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ლიონელ მესი საფრანგეთის ლიგა 1-ში სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მესიმ გამოკითხულთა ხმების 57% მიიღო და „ლორიენის“ ფეხბურთელის დანგო ვატარისა (31%) და „ლილის“ წევრ ჯონათან დევიდ (12%) აჯობა.

სექტემბერში მესიმ ლიგა 1-ში 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. აქვე გეტყვით, რომ აგვისტოში ეს ჯილდო ნეიმარმა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107472