ფეხბურთი

16:53 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" მეორე გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა - თბილისის „ლოკომოტივის“ მეორე გუნდი!

ეს ხმაურიანი სენსაციაა, რადგან „ლოკო 2“ საქართველოს მეოთხე ლიგის ბინადარია... თბილისურმა კლუბმა მეოთხედფინალში მესამე ლიგის ბინადარი ლანჩხუთის „გურია“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე რევაზ ხინჩიაშვილის გატანილი პენალტით დაამარცხა და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. მოგეხსენებათ, „ლოკომოტივის“ მთავარი გუნდი ეროვნული ლიგის ღრმა აუტსაიდერია და მხოლოდ ფორმალობა რჩება ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებამდე, ამ დროს კი მეორე გუნდის თასის ნახევარფინალში გასვლა, უდავოდ გამოსარჩევია.

საქართველოს თასის დარჩენილი სამი მეოთხედფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება: „შუქურა“ – „საბურთალო“, „დინამო თბილისი“ – „დილა“, „რუსთავი“ – „ტორპედო“.

„ლოკომოტივი 2“ – „გურია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ხინჩიაშვილი (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118394