ფეხბურთი

20:18 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე 7 მეოთხედფინალისტი ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში დღეს კიდევ სამი მატჩი გაიმართა და მორიგი მეოთხედფინალისტები გაირკვა.

ყველაზე დრამატული შეხვედრა მარტვილში შედგა, სადაც „მერანი“ „საბურთალოს“ უგებდა კიდეც, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ, დამატებით დროში 2:3 დამარცხდა. ქუთაისის „ტორპედომ“ „სპაერი“ გასვლაზე 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ითამაშებს. მეოთხედფინალშია ქობულეთის „შუქურაც“, რომელმაც თბილისის „ლოკომოტივს“ 2:0 აჯობა.

ამრიგად, საქართველოს თასისთვის ბრძოლას „შუქურა“, „ტორპედო“, „საბურთალო“, „დილა“, „გურია“, „რუსთავი“ და „ლოკომოტივი 2“ აგრძელებენ, ხოლო ბოლო მეოთხედფინალისტის ვინაობა „დინამო ბათუმისა“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113212