ფეხბურთი

11:24 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: „ობამეიანგის ტრანსფერი სტრატეგიული თამაშია“

ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, ახსნა თუ რატომ ვერ გადავიდა დღემდე პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ბარსელონადან“ „ჩელსიში.“

„ობამეიანგის ტრანსფერის ამბავი სტრატეგიული თამაშია. „ჩელსიმ“ იცის, რომ „ბარსელონამ“ ფეხბურთელები უნდა გაყიდოს, რათა ახალი შენაძენი ჟიულ კუნდე დაარეგისტრიროს. ამიტომ ინგლისელები გაბონელში 17 მილიონ ევროზე მეტს არ იხდიან.

კატალონიურ კლუბში კი იციან, რომ ობამეიანგი „არისტოკრატთა“ დამრიგებლის, ტომას ტუხელის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და 30 მილიონს ითხოვენ. ვფიქრობ, 20 მილიონი ყველაზე სამართლიანი ფასი იქნება.“ - წერს რომანო სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128391