ფეხბურთი

19:03 | 22.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ობამეიანგის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია

ლონდონის „ჩელსი“ „ბარსელონას“ თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია.

ესპანური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ტრანსფერი წარმატებით დახურვასთან ახლოსაა. „ბარსელონა“ გაბონელი ფორვარდის სანაცვლოდ 27 მილიონ გირვანქა სტერლინგის მიიღებს.

ამრიგად, ობამეიანგი ლონდონში დაბრუნდება, სადაც „არსენალის“ ღირსებას იცავდა. „ბარსელონაში“ გასულ ზამთარს გადავიდა და 23 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107013