თამაშგარე

10:24 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხალიდი იასმინს ეტრფის

ალბათ გახსოვთ დაუდეგარი ჰოლანდიელი მცველი, ხალიდ ბულახრუზი, რომელსაც ევროპის ტალიკ-ტალიკ კლუბებში აქვს ნათამაშები და მის წინააღმდეგ მოთამაშე თავდამსხმელები ამ ჰოლანდიელ მცველს ისე იხსენებენ, როგორც მოწინაამდეგე სამხედრო ავიაციას, რომელიც შენს პოზიციებს ბომბავს.

ბულაჰრუზი ამჟამად კარიერის ბოლო აკორდებს ითვლის და თავის სამშობლოში მსუბუქად აგორებს ბურთს, თუმცა მედიის ყურადღების ცენტრში ამჯერად სულ სხვა რამის გამო მოექცა. ხალიდით მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მჩეხავმა ნიდერლანდელმა მცველმა თავისი ახალი გულისსწორი გამოამზეურა.

ბულაჰრუზის ახალი გულისსწორი, ყოფილი “მის ჰოლანდია”, იასმინ ვერჰეიენია, რომელსაც ნიდერლანდელი მცველი თურმე აქამდე საიდუმლოდ ხვდებოდა და რაკი რომანის შესახებ ვისაც კი არ დაეზარა ყველამ შეიტყო, წყვილი იძულებული გახდა ტრფობა ეღიარებინათ. სიყვარულს რას გაუგებო – ამაზეა ნათქვამი...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16141