ჭიდაობა

2:27 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 4 ქართველი მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძვის

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში თავისუფალ ჭიდაობში მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი დაიწყო და პირველ დღეს ხალიჩაზე 5 ქართველი მოჭიდავე გავიდა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები 16 აგვისტოს 4 ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), ოთარ ადეიშვილმა (79 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ) ნახევარფინალური ბარიერის დაძლევა ვერ შეძლეს და რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლეს. გიგი ქურხულმა (70 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილისთვის საჭიდაოდ ორი შეხვედრა უნდა მოიგოს.

დღესვე, საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ჩაება ევროპის მოქმედი პრიზიორი ლუკა ჯანეზაშვილი (65 კგ), მაგრამ მერვედფინალში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112271