ფეხბურთი

21:50 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

„ჩელსის“ კვლავაც სურს „ბარსელონას“ შემტევის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენა. „ლურჯები“ გაბონელის დარწმუნებას ცდილობენ, ეუბნებიან, რომ მათთან ის მთავარი ფორვარდი გახდება და ხელფასიც სოლიდური ექნება - წერს Mundo Deportivo.

წინა დღეებში ეუხენიო ბოტასი, რომელიც ობამეიანგის „არსენალიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის ტრანსფერზე მუშაობდა, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებს: მატეუ ალემანის, რაფაელ იუსტეს და ხორდი კრუიფს შეხვდა.

თავის მხრივ, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონში გაბონელის იმედი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112999