ჩოგბურთი

2:28 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალი ცინცინატიში ითამაშებს

რაფაელ ნადალმა დაადასტურა, რომ მომავალ კვირაში, ცინცინატის ღია პირველობაზე ითამაშებს. ის მონრეალის კანადის ღია პირველობის განაცხადშიც იყო, მაგრამ მუცლის კუნთის ტრავმის გამო, იქ გამოსვლა ვერ შეძლო.

მონრეალის ტურნირი წინ უძღვის აშშ-ის ღია პირველობას და ჩოგბურთელები მას სწორედ ნიუ იორკული დიდი ტურნირის წინ მოთელვისთვის იყენებენ. მაგრამ ესპანელ ჩოგბურთელს, ვისაც რეიტინგში მესამე ადგილი უკავია, მუცლის კუნთი ჯერაც აწუხებდა და მისი ზედმეტად დატვირთვა არ ისურვა. ეს ის ტრავმაა, რომლის გამოც, ნადალმა უიმბლდონის ნახევარფინალურ შეხვედრაზე გასვლაც ვერ შეძლო.

„ხვალ ცინცინატიში მივფრინავ. ძალიან მიხარია, რომ ცინციში თამაშს ისევ შევძლებ“, - წერს ნადალი, ვისაც დიდი სლემის ტურნირების 22 ტიტული აქვს მოპოვებული. ის „დიდი სამეულიდან“ ერთადერთია, ვინც მყარსაფარიან კორტზე თამაშს შეძლებს. ცინცინტიში არ იქნებიან როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ფედერერი კვლავაც მუხლის ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს იტარებს. ჯოკოვიჩი კი ჩრდილოეთ ამერიკაში თამაშს ვერ ახერხებს, რადგან კოვიდ-ზე აცრილი არაა, ამის გარეშე კი ამერიკაში და კანადაში არ შეუშვებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111794