ფეხბურთი

2:05 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალექსის სანჩესი "ნაპოლის" დაუკავშირეს

ჩილეს ნაკრების თავდამსხმელი ალექსის სანჩესი „ნაპოლის“ დაუკავშირეს. Sportmediaset-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტები „ინტერთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობას ცდილობენ.

წყაროს თანახმად, შესაძლოა, საქმეში „ნაპოლი“ ჩაერთოს და ვეტერანი შემტევი „აძურის“ წევრი გახდეს. სანჩესმა უკვე უარყო „მარსელის“ შეთავაზება, მაგრამ „ნაპოლიში“ ტრანსფერზე უარს არ იტყვის. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია.

ალექსის სანჩესს „ინტერის“ გარდა, „უდინეზეში“, „ბარსელონაში“, „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113486