ძიუდო

21:58 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლის მედალი ზაგრების გრან პრიზე

ზაგრების გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ორმა მათგანმა მედალი მოიპოვა. ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლს, ხოლო გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრიტანელი ასელია ტოპრაკი და შვეიცარიელი ოლივია გერტში დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ხორვატ ტიჰეა ტოპოლოვეჩს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც კუბელ არნაეს ოდელინ გარსიასთანაც იმარჯვა და ფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე კანადელი კრისტა დეგუჩი იყო, რომელთანაც იპონით წააგო.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგიმ ჯერ ტაჯიკი მუჰამადსოლე ქუვატოვი დაამარცხა, მერე ბრაზილიელ მათეუს ტაკაკისაც აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში ფრანგ მაქსიმ მერლინთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ტაჯიკ ჰაკბერდი ჯუმაიევს გაეჯიბრა, რომელიც დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდა, რომელსაც იპონით აჯობა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

66 კგ წონით კატეგორიაში პირველივე წრეში დამარცხდა ტოკიო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩთან ვერაფერს გახდა და შესაბამისად, უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების პრიზე საქართველოს 10 ძიუდოისტითაა წარმოდგენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108725