ფეხბურთი

1:09 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" რაფინიას დაიმატებს

კატალონიის „ბარსელონამ“ „ლიდს იუნაიტედთან“ რაფინიას ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, „ბარსა“ რაფინიას სანაცვლოდ 67 მილიონ ევროს გადაიხდის (ბონუსების ჩათვლით), ხოლო ბრაზილიელი ესპანურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რაფინია „ლიდსში“ 2020 წლიდან ირჯებოდა და 67 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ბრაზილიელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში „ავაის“, „გიმარაეშის“, „სპორტინგისა“ და „რენის“ რიგებში უთამაშია. ბრაზილიის ნაკრებში მის აქტივში 9 თამაში და 3 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065542