ფეხბურთი

19:58 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" აქსელ ვიტსელი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი დაიმატა. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

33 წლის ვიტსელი დიეგო სიმეონეს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

აქსელ ვიტსელი ბოლოს „დორტმუნდში“ თამაშობდა, სადაც 2018 წლიდან 145 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „სტანდარდის“, „ბენფიკას“, „ზენიტისა“ და „ტიანჯინის“ ღირსებას იცავდა. ბელგიის ნაკრებში ვიტსელს 124 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059624