ფეხბურთი

12:15 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"აიაჩო" ლიგა 1-ში 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

საფრანგეთის ლიგა 1-ში „აიაჩო“ დაბრუნდა. კორსიკულმა გუნდმა ბოლო ტურში შინ „ტულუზა“ 1:0 დაამარცხა და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.

„აიაჩომ“ 75 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი ქულით გაასწრო „ოსერს“, რომელსაც მესამე ადგილი ერგო და ლიგა 1-ში დასაბრუნებლად პლეი-ოფში იბრძოლებს.

აქვე გეტყვით, რომ „აიაჩო“ საფრანგეთის ლიგა 1-ში 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მანამდე საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის საგზური „ტულუზამაც“ მოიპოვა.

თეგებიაიაჩოლიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061001