ფეხბურთი

20:08 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: "რონალდუს ტრანსფერი მოკლევადიანი არჩევანია, მაგრამ ის "მანჩესტერმა" არ უნდა გაუშვას"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა როი კინმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. როგორც ვეტერანმა ირლანდიელმა აღნიშნა, „წითელმა ეშმაკებმა“ პორტუგალიელი ვარსკვლავი მომდევნო სეზონშიც უნდა შეინარჩუნონ.

„რონალდუს ტრანსფერი მოკლევადიანი გადაწყვეტილება იყო, რომელიც გულშემატკივრების გულისთვის მიიღეს, ასევე აქციების ფასის გაზრდის მიზნით, მაგრამ ის გოლებსაც იტანს. „მანჩესტერ იუნაიტედს“ უფრო სერიოზული პრობლემა აქვს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს გუნდში ყოფნა.

ვფიქრობ, მისი გოლები და თამაში იმის გარანტიაა, რომ ის კლუბში დარჩება, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა შეკრიბოს ფეხბურთელები მის გარშემო, სხვა თავდამსხმელები უნდა დაიმატონ, გუნდში კონკურენცია უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როცა შენი საუკეთესო ბომბარდირი, ადამიანი, რომელზეც დამოკიდებული ხარ, 37 წლისაა, მაგრამ მე რონალდუს აუცილებლად შევინარჩუნებდი. რატომ უნდა მოიშორონ ფეხბურთელი, რომელიც ამდენ გოლს იტანს? ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ“, - თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი, ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111414