ფეხბურთი

20:52 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კარდიფმა" "ნანტს" სალას გარდაცვალების გამო კომპენსაცია მოსთხოვა

უელსური საფეხბურთო კლუბი „კარდიფ სიტი“ „ნანტისგან“ ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც უელსელთა აზრით, ემილიანო სალას გარდაცვალებით მიიღეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, „კარდიფმა“ ფრანგებს 95 მილიონი ევროს კომპენსაცია მოსთხოვა. ისინი მიიჩნევენ, რომ 2018-2019 წლების სეზონში პრემიერლიგიდან სწორედ სალას ტრანსფერის გამო გავარდნენ, რითაც ზარალი ნახეს, როგორც სატელევიზიო უფლებების მხრივ, ისე სპონსორებისა და სარეკლამო კუთხით.

ემილიანო სალა 2019 წლის იანვარში „ნანტიდან“ „კარდიფში“ გადავიდა, მაგრამ როდესაც უელსში მიფრინავდა, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060162