ფეხბურთი

14:50 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "ლიდსის" ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა

კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ლიდს იუნაიტედის“ შემტევ ნახევარმცველს, რაფინიას დაიმატებს.

Sport-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწიეს. 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

რაფინია „ბარსელონაში“ სავარაუდოდ უსმან დემბელეს შეცვლის, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურება. ამავე პოზიციაზე „ბარსას“ დღეს ადამა ტრაორეც ჰყავს, მაგრამ მხოლოდ იჯარით და მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065731