კალათბურთი

22:50 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბონისი: "რუსებთან საუბრის სურვილიც არ მაქვს, ისინი მატყუარები არიან"

ლეგენდარულმა ლიეტუველმა კალათბურთელმა არვიდას საბონისმა უკრაინაში მიმდინარე ომზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რუსებთან საუბრის სურვილიც არ აქვს.

როგორც მან აღნიშნა, რუსული პროპაგანდა გუშინ არ დაწყებულა და ისინი უბრალოდ მატყუარები არიან, რომელთაც არავინ არასდროს უნდა დაუჯეროს.

„რუსებს არ ველაპარაკები, ყველა გაუწონასწორებელია. პროპაგანდა გუშინ არ დაწყებულა. ამ მატყუარებს ცხოვრებაში აღარასდროს უნდა დავუჯეროთ. მშვიდობის მტრედები? მშვიდობის ქვეყანა? და, ამ დროს ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. მათთან სასაუბროდ არც სიტყვები მაქვს და არც სურვილი. ახლა ზოგიერთი მათგანი ბოდიშს იხდის, უმეტესობა - დუმს. სხვას რას უნდა ველოდოთ მას შემდეგ, რაც ომის საწინააღმდეგო გამოსვლებისთვის 15-წლიანი პატიმრობა დააკანონეს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთში ხალხის 70% ომს მხარს უჭერს. რუსეთმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ მისი ნდობა არ შეიძლება. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ სპორტი პოლიტიკა არ არის. თუმცა, სამწუხაროდ, სპორტი ყოველთვის იყო, არის და იქნება პოლიტიკა. ამიტომ რუსული გუნდების ევროლიგიდან და სხვა ტურნირებიდან გაძევება სწორია, - თქვა საბონისმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე მშვიდობიან მოსახლეობასა და ქალაქებს ბომბავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115314