ფეხბურთი

2:15 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილის 90 წუთი, 5 სეივი და 3 გაშვებული გოლი "მარსელთან" "ველოდრომზე" (+VIDEO)

უეფას კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში მარსელის „ოლიმპიკმა“ აზერბაიჯანული „ყარაბაღი“ 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ლუკა გუგეშაშვილმა 90 წუთი ითამაშა.

ქართველ მეკარეს ორი გოლი არკადიუშ მილიკმა გაუტანა, ერთი - დიმიტრი პაიემ. გაშვებული გოლებიდან პირველში ლუკას ბრალი ალბათ ნამდვილად მიუძღვის, რადგან კუთხურის დროს გამოსვლაზე თამაში სცადა, მაგრამ პოლონელმა ფორვარდმა დაასწრო და გოლი გავიდა. 3 წუთში მილიკი მცველის შეცდომის წყალობით მასთან პირისპირ დარჩა და დუბლი შეასრულა.

„ყარაბაღმა“ სხვაობა 85-ე წუთზე შეამცირა და ახლოს იყო „ველოდრომიდან“ შინ ერთბურთიანი ჩამორჩენით დაბრუნებულიყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პაიემ გაიტანა ახლო მანძილიდან. ამჯერზე, ლუკა პასის ჩაჭრას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა და მერე კარის წინ მარტო მყოფმა პაიემ ადვილად გაიტანა.

გუგეშაშვილმა თამაში 5 სეივით დაასრულა, განსაკუთრებით თავი ოთხ ეპიზოდში გამოიჩინა, ყველაზე რთული ბურთი კი 54-ე წუთზე მოიგერია, ასევე 89-ე წუთზე პაიეს რთული ჯარიმა მოიგერია.

შეგახსენებთ, ქართველი მეკარე აზერბაიჯანულ გუნდში იანვარში გადავიდა და 4 მატჩი აქვს ჩატარებული. „ყარაბაღისა“ და „მარსელის“ საპასუხო მატჩი კი აზერბაიჯანში ერთ კვირაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113391