ცნობილი ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის აზარტულ თამაშებისადმი დიდი სიყვარული საქვეყნოდაა ცნობილი. შარშან “რაფამ” ჰოლანდიაში გამართულ ერთ-ერთ პრესტიჟულ პოკერის ტურნირშიც კი გაიმარჯვა და აღებული 40 ათასი ევრო აფრიკელ ბავშვთა დასახმარებელ ფონდში გადარიცხა.
როგორც აღმოჩნდა, პოკერის თამაში ასევე ძალიან ყვარებია მსოფლიო სპორტის კიდევ ერთ კაშკაშა ვარსკვლავს, ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდოს. რონალდომ დაახლოებით ერთი თვის წინ, რაფაელ ნადალი ოფიციალურად გამოიწვია პოკერის სათამაშოდ.
ერთი შეხვედრა უკვე შედგა, (სადაც ანდრეი შევჩენკომაც მიიღო მონაწილეობა) რომელშიც ნადალმა იმარჯვა. ორი დღის წინ კი რაფაელ ნადალმა დაადასტურა, რომ მზადაა რონალდოს პოკერი კიდევ ერთხელ ეთამაშოს ოღონდ იმ პირობით, რომ მთელი სათამაშო თანხა ბოლოს საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. თუმცა, ამბობენ, რაფაელ ნადალი პოკერში ბევრად უფრო მაგარიაო...







