ფეხბურთი

19:28 | 2.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ობამეიანგს კომპენსაციის სახით 7 მილიონს გადაუხდის

ლონდონის "არსენალი" გაბონის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის. აღნიშნული ინფორმაცია The Times-მა გაავრცელა.

ობამეიანგი "ბარსელონაში" გადასვლა 2 თებერვალს ოფიციალურად დადასტურდა. "არსენალთან" პიერ-ემერიკს ხელშეკრულება 2023 წლის ივლისამდე ჰქონდა გაფორმებული და კლუბმა მას ხელშეკრულება გააუქმა, შესაბამისად, აფრიკელი ესპანურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ობამეიანგი "არსენალმა" 2018 წელს "დორტმუნდიდან" დაიმატა. მას შემდეგ აფრიკელმა ინგლისური გუნდის მაისურით 163 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 92 გოლი და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.055895