ფეხბურთი

19:17 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბარსელონაში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა

კატალონიის „ბარსელონა“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერთან ახლოსაა. გაბონელი ფეხბურთელი ბარსელონაში უკვე ჩავიდა და დღის ბოლომდე კონტრაქტს გააფორმებს.

ობამეიანგი ჩავის გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება. აფრიკელი თავდამსხმელი „არსენალს“ ტრანსფერზე ჰყავდა დაყენებული და ის „ბარსაში“ გადასვლის სანაცვლოდ ნაკლებ ხელფასსაც დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი „არსენალამდე“ დორტმუნდის „ბორუსიასა“ და ფრანგული „სენტ ეტიენის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066756