ფეხბურთი

23:54 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: "ალექსანდერ-არნოლდი ბექჰემსს და დე ბრუინს ჰგავს, გასაოცარი ფეხბურთელია"

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა „ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შეაქო. როგორც მან აღნიშნა, ტრენტი უბრალოდ გასაოცარი ფეხბურთელია და განსაკუთრებით მისი პასის უნარი გამოარჩია.

„ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი აბსოლუტური ფენომენია, როცა საქმე მის პასებს ეხება. მისი პასი არის ის, რაც აქამდე არასდროს მინახავს მცველისგან. ის კევინ დე ბრუინს, დევიდ ბექჰემსა და სტივენ ჯერარდს ჰგავს, ისინი შემტევი მოთამაშეები არიან, ტრენტი კი მარჯვენა მცველად თამაშობს. ეს ჩემთვის გასაოცარია“, - თქვა ნევილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. გარი ნევილი მარჯვენა მცველი იყო და ამ პოზიციისთვის საჭირო თვისებები მისთვის კარგად ნაცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064549