ფეხბურთი

21:51 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლე გრე: „ეს კატასტროფაა“

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ, კატასტროფა უწოდა ქვეყნის თასის „პარი“ – „ლიონის“ 1/32 ფინალური მატჩის დროს მომხდარ არეულობას, რომელის შემდეგაც სტუმარი გუნდის ქომაგები მინდორზე შეიჭრნენ.

„ის, რაც პარასკევს „პარი“ – „ლიონის“ სათასო მატჩის დროს მოხდა, დაუშვებელია. მართებული იქნებოდა მყისვე შეწყვეტილიყო შეხვედრა. რთულ სიტუაციაში მსაჯებმა მართებული გადაწყვეტილება მიიღეს. ასეთი ძალადობის სტადიონზე დაშვება არაფრით შეიძლება. ეს კატასტროფაა.

ორშაბათს სადისციპლინო კომიტეტი შეიკრიბება. იურისტებთან კონსულტაციას გავივლით და ამ ინციდენტზე სერიოზულად ვიმსჯელებთ.“ - ციტირებს ლე გრეს სიტყვებს RMS Sport.

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ვითარების გარკვევამდე, თავის ქომაგებს საგარეო მატჩებზე დასწრება აუკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს „პარი“ – „ლიონის“ სათასო მატჩის შესვენებაზე სტუმარი ფანები თავს დაესხნენ „პარის“ გულშემატკივრებს. შედეგად ხალხი მოედანზე გადავიდა. სიტუაცია დაიძაბა. მსაჯებმა შეხვედრა შეწყვიტეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117538