ფეხბურთი

16:24 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დრამატულ ბრძოლაში მოგებული ნახევარფინალი და "სამგურალი" თასის ფინალშია

წყალტუბოს „სამგურალი“ საქართველოს თასის ფინალშია. სოსო ფრუიძის გუნდმა ნახევარფინალში ქობულეთის „შუქურას“ დრამატულ ბრძოლაში მოუგო და ზედიზედ მეორედ გავიდა თასის ფინალში.

68-ე წუთამდე გუნდები უგოლოდ თამაშობდნენ, მაგრამ ამის შემდეგ გულშემატკივარს მოსაწყენად არ ეცალა. ანგარში წყალტუბოელებმა 68-ე წუთზე ალესანდრე ვერულიძის გოლით გახსნეს, ხოლო 10 წუთში ქობულეთელებმა ბექა ვერულიძის გოლით წონასწორობა აღადგინეს.

სულ მალე „შუქურამ“ გიორგი გაფრინდაშვილის გოლით წინ გასვლა შეძლო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ „სამგურალმა“ 87-ე და 89-ე წუთებზე თამაში სათავისოდ შეატრიალა! ჯერ ნიკა ჭანტურიას ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა და როცა ყველა დამატებითი დროისთვის ემზადებოდა, პაპუნა ფონიავამ „სამგურალს“ ფინალის საგზური მოუტანა.

შეგახსენებთ, „სამგურალი“ შარშანაც თასის ფინალში იყო და მაშინ „გაგრასთან“ მარცხი განიცადა. ახლა სოსო ფრუიძის გუნდი ფინალში "საბურთალოს" დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში "დინამო ბათუმს" 2:1 მოუგო. ფინალური მატჩი 8 დეკემბერს გაიმართება.

„შუქურა“ – „სამგურალი“ 2:3 (2:3)

გოლები: 0:1 ა. ვერულიძე (68), 1:1 ბ. ვერულიძე (77), 2:1 გაფრინდაშვილი (84), 2:2 ჭანტურია (87, ა.გ), 2:3 ფონიავა (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131764