ფეხბურთი

23:42 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ კონფერენს ლიგაზე საგოლე პასი გააკეთა და "გენტი" წაგებას გადაურჩა (+VIDEO)

უეფას კონფერენს ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა. ბელგიური „გენტის“ ქართველმა ფეხბურთელმა თავისი გუნდი ბელგრადის „პარტიზანთან“ მარცხისგან იხსნა.

ბელგიელები შინ 0:1 მარცხდებოდნენ, როცა 72-ე წუთზე გიორგი ვადის ოჯიჯა-ოფოეს ნაცვლად შეცვლაზე ჩაერთო თამაშში და 80-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა. ჩაკვეტაძემ საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და იქ ტარიკ ტისუდალიმ ზუსტად დარტყმა მოახერხა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

„გენტი“ B ჯგუფში 10 ქულით ლიდერია და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, სტუმრად თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110366