ფეხბურთი

12:53 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერან ტორესი იმედოვნებს, რომ ერთა ლიგის ფინალამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს

„მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების შემტევმა, ფერან ტორესმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთა ლიგის ფინალამდე გამოჯანმრთელების იმედი აქვს.

„მატჩის შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბოლო წუთებზე გაგვიჭირდა იტალიელებთან, მაგრამ ახლა მთელი გონებით ფინალში ვართ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვაგრძელებ მუშაობას, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ფინალამდე სრულად მოვმჯობინდები.“ - ციტირებს ტორესის სიტყვებს Sky Sports.

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ (2:1), ტორესმა დუბლი შეასრულა და ტრავმის გამო 49-ე წუთზე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120099