ფეხბურთი

15:23 | 14.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია А-ში პირველი მწვრთნელი გადააყენეს

იტალიური სერია А-ს ახალ სეზონში პირველი მწვრთნელი გადააყენეს. ეს „ვერონას“ 52 წლის დამრიგებელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო გახლავთ.

„ვერონამ“ მწვრთნელის გათავისუფლების შესახებ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს, 14 სექტემბერს დაწერა. დი ფრანჩესკოსთან ერთად, კლუბი მთელმა მისმა სამწვრთნელო შტაბმაც დატოვა.

საინტერესოა, რომ დი ფრანჩესკომ, ვენეტოური კლუბი წლეულს ივნისის დასაწყისში ჩაიბარა. გამოდის, რომ ჯამში მხოლოდ სამი თვე იმუშავა.

გათავისუფლების მიზეზი რთული საძებნი არ არის. სერია А-ს მესამე ტურის შემდეგ, „ვერონას“ ნული ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით უსწრებს ბოლოადგილოსან „სალერნიტანას.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112351