ფეხბურთი

12:52 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენტურა: „იტალიას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის პრობლემა არ ექნება“

იტალიის ნაკრების ყოფილ თავკაცს, ჯამპიერო ვენტურას, მიაჩნია, რომ მიუხედავად სექტემბრის შესარჩევ მატჩებში ნათმაშევი ორი ფრისა, „სკუადრა აძურას“ მომავალ მუნდიალზე პირდაპირ მოხვედრის პრობლემა არ ექნება.

„ზაფხულის პაუზის შემდეგ, სექტემბერში გარკვეული სიძნელეები მოსალოდნელი იყო. მაგრამ, მიმაჩნია, რომ იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის პრობლემა არ ექნება. პირველი ადგილის დასაკავებლად დარჩენილი მატჩები უნდა მოვიგოთ და ეს დამაჯერებლად შეგვიძლია გავაკეთოთ.

ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ამ გუნდმა მოწიფულობას მიაღწია და ამას ორიოდ თვეში ვერ დაკარგავდა. შემოდგომაზე, როცა მორიგ საკვალიფიკაციო შეხვედრებს ჩავატარებთ, სულ სხვა იტალიას იხილავთ.“ - ციტირებს ვენტურას სიტყვებს Libero Quotidiano.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114437