ფეხბურთი

11:01 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშიქთაშმა" მირალემ პიანიჩი დაიმატა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი კარიერას სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. თურქულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ბოსნიელი „არწივების“ ღირსებას 2021-2022 წლების სეზონში იჯარით დაიცავს. მირალემი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედიოდა და „ბარსადან“ წასვლა მოუწია. აღსანიშნავია, რომ ის „იუვენტუსში“ დაბრუნებას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა და საბოლოოდ თურქეთში გადავიდა.

პიანიჩი „ბარსელონას“ 2020 წელს შეუერთდა და გასულ სეზონში 30 უგოლო მატჩი ჩაატარა. მან ასევე უთამაშია „მეცში“, „ლიონში“, „რომასა“ და „იუვენტუსში“, ბოსნიის ნაკრებში კი 101 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115698