ფეხბურთი

20:42 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" 20 წლის იტალიელ თავდამსხმელს დაიმატებს

იტალიური „მილანი“ ფრანგული „მონაკოს“ თავდამსხმელ პიეტრო პელეგრის დაიმატებს. მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს ხანში გაივლის.

20 წლის შემტევს „მილანი“ იჯარით დაიმატებს და მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

პელეგრი „მონაკოში“ 2018 წელს გადავიდა და 22 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ჯენოაში“ თამაშობდა და 9 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106003