News

17:16 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეინას რამდენიმე კვირა გაუცდება

მიუნხენის “ბაიერნის” სათადარიგო მეკარე ხოსე მანუელ რეინა ტრავმირებულია და ის უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში იუქმებს.

32 წლის ესპანელმა კიპერმა ტრავმა პაულანერის თასზე, მოყვარულ ფეხბურთელებთან დაპირისპირების დროს მიიღო. “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რეინამ მარცხენა წვივის კუნთი დაიზიანა, რის გამოც, მას რამდენიმე კვირა გაუცდება.

პეპე რეინა “ბაიერნში” გასულ ზაფხულში გადავიდა. ესპანელ მეკარეს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.

0.11332