ფეხბურთი

16:44 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიჩი ბატშუაი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ლონდონის „ჩელსის“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი მიჩი ბატშუაი კარიერას სავარაუდოდ „ბეშიქთაშში გააგრძელებს. ბრიტანული მედიის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ამ ეტაპზე შესაძლო ტრანსფერის დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ ბელგიელის „ჩელსიდან“ წასვლა გადაწყვეტილია, რადგან 27 წლის ფეხბურთელი ტომას ტუხელის გეგმებში არ შედის.

„ჩელსიმ“ ბატშუაია 2016 წელს შეიძინა და 77 მატჩში 25 გოლი გაიტანა, მაგრამ ამ პერიოდში ის „დორტმუნდში“, „ვალენსიასა“ და „კრისტალ პალასში“ იყო განათხოვრებული. მიჩის კარიერა ლიეჟის „სტანდარდში“ დაიწყო, ხოლო თავი 2014-2016 წლებში მარსელის „ოლიმპიკში“ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116893