ქართველი სპორტსმენები

15:16 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

21 აპრილს “მანჩესტერ სიტი” გიორგი ქინქლაძეს დააჯილდოვებს

21 აპრილს “მანჩესტერ სიტი” გიორგი ქინქლაძეს დააჯილდოვებს, როგორც კლუბის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილ ფეხბურთელს. ეს ინფორმაცია “მსოფლიო სპორტმა” სანდო წყაროდან შეიტყო. 

“ქალაქელები” 21 აპრილს შინ “ვესტ ბრომვიჩს” ეთამაშებიან და მატჩის წინ, სტადიონზევე გაიმართება დაჯილდოვება.

“სიტის” ყველა დროის 11-კაციან სიმბოლურში ქართველი ფეხბურთელის მოხვედრა დიდებულია და დღევანდელი გადასახედიდან, როცა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვყავს ევროპის ტოპ-ოთხეულის ჩემპიონატში, საერთოდ ფანტასტიკურია.

1995-1998 წლებში ქინქლაძე ჯადოსნურად თამაშობდა “მანჩესტერ სიტიში”, მისი გოლების, პასებისა თუ ფინტების ნახვა ერთ რამედ ღირდა. “სიტის” ბევრი გულშემატკივრისთვის ის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

0.099864