ფეხბურთი

13:50 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სებალიოსი მძიმედ დაშავდა

ტოკიოს ოლიმპიადის კაცთა საფეხბურთო ტურნირის პირველი ტურის C ჯგუფის მატჩში, ესპანეთის და ეგვიპტის ნაკრებებს შორის (0:0), მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, დანი სებალიოსმა ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო.

პირველი ტაიმის ბოლოს, ეგვიპტელმა მოჰამედ ტაჰერმა, სებალიოსს მარცხენა ფეხის ტერფზე დააბიჯა. დაცემისას ესპანელის ფეხი რაღაც არაბუნებრივად გაიღუნა. მინდორი მან ექიმების დახმარებით დატოვა.

რამდენად სერიოზულია ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062182