ფეხბურთი

18:43 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემი პრემიერლიგის დიდების დარბაზში

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრი გახდა. ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბექჰემი ალან შირერის, ტიერი ანრის, ერიკ კანტონას, როი კინის, დენის ბერგამპის, ფრენკ ლამპარდისა და სტივენ ჯერარდის შემდეგ მერვე ფეხბურელია, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო.

ბექჰემმა პრემიერლიგაში 265 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. ის "მანჩესტერის" რიგებში ექვსჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

დევიდმა "წითელი ეშმაკები" 2003 წელს დატოვა და მადრიდის "რეალში" გადავიდა, მერე კი პრემიერლიგაში აღარ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064797