იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელის, ანტონიო კასანოს მეუღლე, კაროლინ კასანო დაახლოებით ორი თვეა, რაც იტალიაში ტელესახე გახდა და ერთ-ერთი იტალიური სატელევიზიო არხზე გადაცემა მიჰყავს.
კაროლინ კასანოს გადაცემა ჯანსაღ ცხოვრების წესს ეძღვნება და ამ გადაცემის იდეა მას შემდეგ დაბადა, როდესაც კაროლინმა მის მიერ მოფიქრებული დიეტით შეძლო და მეუღლეს ზედმეტი წონა მოაშორა. კაროლინ კასანო ძალიან ამაყობს საკუთარი დიეტით.
სხვათა შორის, არცთუ ცოტა ხნის წინ, კასანოს მეუღლე მედიასთან საუბარში ძალიან წუხდა, რომ ანტონიო კასანო უწინ ერთობ ღორმუცელა ვინმე იყო და ჭეშმარიტი იტალიელის კვალობაზე, გემრიელ საჭმელებს არაფერი ერჩივნა. მაგრამ. როდესაც ასეთი აქტიური ცოლი გყავს, ზედმეტ წონას თავს როგორ დააჩაგვრინებ?!...







