ჭიდაობა

22:50 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში: საქართველო ოქროს გარეშე, მაგრამ 5 მედლით

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა, თუმცა უმაღლესი სინჯის არცერთი ყოფილა.

86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა თავდაპირველად იტალიელ სიმონე იანატონის 11:0 აჯობა, მერე პოლონელი სებასტიან იეზიერჟანსკი 5:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ბელარუს ალი შაბანაუს 3:2 აჯობა და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც ხვალ რუს არტურ ნაიფონოვს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:8 წააგო, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა იასპარეზა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს პირველივე წრეში, საკვალიფიკაციო ეტაპზე მთავარ კონკურენტ, თურქ ტაჰა აკგულთან მოუწია დაპირისპირება და 1:6 დამარცხდა. თუმცა, თურქი მოჭიდავე ფინალში გავიდა და გენომ რეპეშაჟში ბრძოლის შანსი მიიღო, სადაც პირველი შეხვედრა პოლონელ კამილ ტომაშ კოშჩიოლეკს მარტივად აჯობა (9:0), ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ბელარუსი ძიანის ხრამიანკუ 12:9 დაამარცხა და შედეგად, ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა.

61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ასპარეზობა ბელარუს ჯიმჩიკ რინჩინაუსთან ადვილი გამარჯვებით (12:0) დაწყო, რასაც მოლდოველ ლეომიდ კოლესნიჩთან გამარჯვება მოჰყვა (14:8). ნახევარფინალში ბექა უკრაინელ ანდრეი ჟელეპთან მარცხი განიცადა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი 9:7 დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, 20 აპრილს ბრინჯაოს მედლები ელიზბარ ოდიკაძემ და ნიკა კენჭაძემ მოიპოვეს. ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი ოქროს გარეშე, მაგრამ 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ვერცხლის მედალს სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ბრინჯაოს კი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) დაეუფლნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110933