ფეხბურთი

1:32 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემი: "მაიამიში" რონალდუს და მესის ყიდვა შეგვიძლია"

ამერიკული „ინტერ მაიამის“ მფლობელმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ მის გუნდს ისეთი ფეხბურთელების ყიდვაც შეუძლია, როგორებიც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. ინგლისელი დარწმუნებულია, რომ მაიამი ყველასთვის ფანტასტიკური ადგილია.

„მას შემდეგ, რაც ფრენჩაიზის შექმნა გამოვაცხადეთ, უკვე შეგვეფერებოდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მესი, რონალდუ, ნეიმარი. ეს დისკუსია ყოველთვის შეიძლებოდა. არმგონია, რომ ამის გადაწყვეტა ძნელი იყოს, რადგან აქ დიდებული ადგილია. მაიამი დიდი ქალაქია, ჩვენ ბევრი გულშემატკივარი გვყავს, ვფიქრობ, დიდი შესაძლებლობა გვაქვს. მაიამი არის ქალაქი, სადაც ევროპაში მოთამაშე ვარსკვლავები სიამოვნებით ჩამოვიდოდნენ“, - თქვა ბექჰემმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061178