კალათბურთი

23:05 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა (+VIDEO)

„სეტონ ჰოლის“ ქართველი ლეგიონერი სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს (ამერიკის სტუდენტური ლიგა) Big East-ის კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

აღნიშნული ინფორმაცია ლიგამ ოფიციალურად დაადასტურა. საინტერესოა, რომ იგივე წოდება კიდევ ორ კალათბურთელს მიენიჭა, „ვილანოვას“ წევრებს კოლინგ გილეპსსა და ჯერემია რობინსონ-ერლის, რაც ლიგის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლის“ ისტორიაში მეოთხე კალათბურთელია, რომელსაც ესოდენ დიდი აღიარება ერგო.

მიმდინარე სეზონში სანდრო საშუალოდ 17.8 ქულას, 7.3 მოხსნასა და 3.1 ქულას აგროვებს, რითაც კარიერაში ნამდვილად საუკეთესო სეზონი აქვს. მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტზე გასვლას გეგმავს და მისი კოლეჯური კარიერა დასასრულს უახლოვდება.

„სეტონ ჰოლმა“ რეგულარული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა, მომდევნო შეხვედრას კი 11 მარტს „სენტ ჯონსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119595