სხვა

10:23 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტაიგერ ვუდსი ავტოავარიაში მოჰყვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს (+VIDEO)

გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსი ავტოავარიაში მოჰყვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი კალიფორნიაში, ქალაქ ლოს ანჯელესში მოხდა. მანქანა სავალი ნაწილის ჯებირს შეეჯახა და გზიდან გადავარდა.

ჯერჯერობით ავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია და ავტომობილი თითქმის სრულად განადაგურდა. მანქანაში მხოლოდ ვუდსი იმყოფებოდა, რომელიც მანქანიდან მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს და ექიმებმა ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, 43 წლის ლეგენდას ფეხზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნება და ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ მისმა აგენტმა მარკ სტეინბერგმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ტაიგერ ვუდსი Major-ის ტურნირის 15-გზის ჩემპიონია, რაც ისტორიაში მეორე შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115562