ფეხბურთი

15:43 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტორეირა „მონაკოში“?

„არსენალის“ ნახევარმცველი, ლუკას ტორეირა, რომელიც იჯარის წესით „ატლეტიკოში“ თამაშობს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „მონაკოში“ გადავიდეს - გვამცნობს AS.

შეგახსენებთ, რომ ტორეირა „ატლეტიკოში“ გასულ ოქტომბერს გადავიდა, მაგრამ მადრიდში მცირე სათამაშო დრო ეძლევა და უკმაყოფილოა. ამიტომ, გამორიცხული არ არის, ჯერ „არსენალში“ დაბრუნდეს, შემდეგ კი „მონაკოში“ გადავიდეს ასევე იჯარით.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ურუგვაელმა „ატლეტიკოს“ მაისურით ესპანური პრიმერას 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118546