ფეხბურთი

19:25 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული ბოლო ტური ეროვნულ ლიგა 2-ში

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო, მე-18 ტური დრამატული გამოდგა და მოვლენები საინტერესოდ განივთარდა. ქობულეთის „შუქურამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზური ჯერ კიდევ რამდენიმე ტურის წინ მოიპოვა, „არაგვი“ კი გავარდა. სამაგიეროდ, პლეი-ოფისა და პლეი-აუტის მონაწილენი ირკვეოდნენ.

მარტვილის „მერანს“ შანსი ჰქონდა „სამგურალის“ დამარცხების შემთხვევაში პლეი-ოფში გადასულიყო და ეროვნული ლიგის საგზურისთვის ებრძოლა.მეგრული გუნდი დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ორი პენალტი გაუშვა და დამარცხდა. მათ შორის, მეორე მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე და ეს გადამწყვეტი გამოდგა. „მერანი“ პლეი-ოფის ნაცვლად პლეი-აუტში აღმოჩნდა... დიახ, სატურნირო ცხრილში ასეთი სიმჭიდროვე იყო.

„მერანის“ ყველა კონკურენტმა, „სიონმა“, „შევარდენმა“, „დინამო ზუგდიდმა“ მოიგეს, გასუწრეს და მარტვილელებს ახლა ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევთ ბრძოლა. „სამგურალმა“ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდება, ისინი ეროვნული ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ. მეორე წყვილში „გაგრა“ ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე იქნება.

მარტვილის „მერანი“ და „ვიტ ჯორჯია“ პლეი-აუტში არიან და ისინი მეტოქეებს ხვალ გაიგებენ. „სიონი“, „შევარდენი“, „დინამო ზუგდიდი“ და „რუსთავი“ მომდევნო სეზონს ისევ ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებენ.

„სამგურალი“ – „მერანი“ (მარტვილი) 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 წოწონავა (47), 1:1 კუხიანიძე (58, პენ), 2:1 რაჟამაშვილი (90, პენ)

„სიონი“ – „არაგვი“ 6:0 (4:0)

გოლები: 1:0 ისიანი (8), 2:0 ბაბუნაძე (11), 3:0 გოგოლიძე (16), 4:0 სიხარულია (42), 5:0 ისიანი (81), 6:0 უგრეხელიძე (90)

„გაგრა“ – „შუქურა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვეკუა (22), 2:0 ერგემლიძე (82, პენ)

„რუსთავი“ – „შევარდენი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ამინუ (90)

„ვიტ ჯორჯია“ –„დინამო ზუგდიდი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჭანუყვაძე (54), 1:1 მუსელიანი (55), 1:2 ხაბეიშვილი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111142