ფეხბურთი

18:51 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა (+VIDEO)

ბელგიურმა „გენტმა“ ქვედალიგელ დეინცესთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 55-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა. გიორგი მეტოქის საჯარიმოში კარგ პოზიციაში დარჩა და ზუსტად დაარტყა.

გიორგიმ 70-ე წუთამდე ითამაშა. ეს პირველი თამაში იყო ტრავმის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ ქართველი შემტევი სულ მალე უფრო მეტად დაიტვირთება და გუნდს ოფიციალურ მატჩებშიც დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111275