ფეხბურთი

21:56 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუას სადებიუტო და ბრწყინვალე გოლი ჯარიმიდან პაოკ-ში (VIDEO)

ნიკა ნინუამ ბერძნულ კარიერაში ანგარიში გახსნა და ისე როგორ იქნებოდა, რომ ეს მისი საფირმო საჯარიმო დარტყმით არ გაეკეთებინა. პაოკ-მა სტუმრად „პანაითილიკოსს“ გაჭირვებით 3:1 მოუგო, ნინუკას კი 8 წუთიც ეყო იმისთვის, რომ გმირი გამხდარიყო.

21 წლის ჩვენებური თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 გახლდათ. 88-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და სალონიკელები დააწინაურა. ნიკამ პირველად გაიტანა პაოკში.

სხვათა შორის, სალონიკელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პაბლო გარსიას დებიუტი შედგა და კარგია, რომ ახალ მწვრთნელს პირველივე შეხვედრაში მთავარ გმირად ნინუა მოევლინა. ცნობისთვის, გარსია თავის დროზე წარმატებული ფეხბურთელი იყო, ურუგვაის ნაკრების შეუცვლელი წევრი, კარიერის უმეტესი ნაწილი კი ესპანეთში გაატარა, მათ შორის, მცირე ხნით „რეალში“ იყო.

პაოკ-ს საბერძნეთის სუპერლიგაში 6 ტურის შემდეგ 12 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113392